top of page

|

|

|

|

|

|

|

|
|
|
|
|

|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|


 

შემოდგომის სეზონი 2024 იწყება!

პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო პირველობა

“შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერია: 

პროექტში ჩართული კერძო და საჯარო სკოლები, “ტვინების ბრძოლის” საორგანიზაციო ჯგუფთან შეთანხმებული ფორმატით, ლოკალურად ატარებენ ტვინების ბრძოლის შიდა სასკოლო ჩემპიონატებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში. თამაშები გაიმართება 18 სექტემბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.

გამარჯვებულ გუნდებს აჯილდოვებს “ბრეინსის” ადმინისტრაცია. ასევე, საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სკოლათაშორის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება: ეს გახლავთ ჩემპიონატის მეორე ეტაპი, რომელიც იმართება ქალაქის/მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

 

მეორე ეტაპი - საქალაქო პირველობა -17 ნოემბერი

საქალაქო პირველობა  45 ქალაქში გაიმართება. ტვინიკოსთა შერკინება გამოავლენს ქალაქის ჩემპიონებსა და პრიზიორ გუნდებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე.

ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია "დაანონსებული წიგნის" წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდება" . რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტვინების ბრძოლის ONLINE ბიბლიოთეკით: brains.ge/library წიგნების დასახელებას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იხილავთ მთავარ  გვერდზე, რომელიც განთავსდება 10 ოქტომბერს.

მოაზროვნეების უკეთესად მომზადებითვის იმართება ONLINE სავარჯიშო ჩართვები შეკითხვების ავტორებთან და პროექტის ორგანიზატორებთან ერთად.

მესამე ეტაპი - რეგიონული პირველობა - 1 ლი დეკემბერი

რეგიონული ჩემპიონატები გაიმართება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ სათამაშო დარბაზში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე. რეგიონულ ეტაპზე ასევე გაჟღერდება შეკითხვები "დაანონსებული წიგნიდან"

ჩემპიონი გუნდის წევრებს გადაეცემათ ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. რეგიონულ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს წამახალისებელი პრიზებით ასევე დააჯილდოვებს ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები და სპონსორები. პრიზების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად ჩვენს FB გვერდზე შეგატყობინებთ.

 

რეგიონულ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:  

აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქედის სკოლის გუნდები.

გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები.

სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები.

იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები.

რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები.

შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები. 

ქვემო ქართლი:  ქალაქ რუსთავის, ბოლნისისა და მარნეულის სკოლის გუნდები

სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის სკოლის გუნდები

მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები

კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები

თბილისი: გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის სკოლის გუნდები

 

მეოთხე ეტაპი -ფინალი-15 დეკემბერი

ფინალი ჩატარდება ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში  ბათუმსა და ზუგდიდში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში. ისინი პარალელურ რეჟიმში უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს.

ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში

  • პირველი ასაკობრივი კატეგორია მე-3, მე-4, მე-5 კლასი.

  • მეორე ასაკობრივი კატეგორია მე-6, მე-7, მე-8 კლასი.

  • მესამე ასაკობრივი კატეგორია მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასი.

წესები:

  • ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.(დასაშვებია მე-6 სათადარიგო წევრი)

  • თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.

  • თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)

  • ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.

  • რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.

  • თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.

  • მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.

  • გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს

  • ტურნირში მონაწილეობისთვის გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი, რეგისტრაცია უფასოა  brains.ge/reg

განრიგი

თამაშების ჩატარების ადგილები (მისამართები) ქალაქების მიხედვით ქვეყნდება მისამართზე brains.ge/adress

ჩატარების დროები ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით უცვლელია,

  • 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი.

  • 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი.

  • 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.

  • ტვინების ბრძოლა გისურვებთ ჩემპიონობას!
bottom of page