ტვინების ჭადრაკი
ინდივიდუალური შეჯიბრი
ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია “ტვინების ბრძოლის” იმ მთავარ ფასეულობებთან, რომელსაც ჩვენი პროექტებით მოსწავლეებს ვუზიარებთ.
ტვინების ჭადრაკი ტარდება სკოლის მოსწავლეთათვის, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ჭადრაკის კლასიკური ვერსიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციით. შექმნილი ტურნირი გამოავლენს საქართველოს ჩემპიონებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
-
U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
-
U6 (მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები)
-
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)
პირველი ეტაპი
,,შიდა სასკოლო პირველობების” სერია ადგილობრივი ჩემპიონების გამოსავლენად 10 ოქტომრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით ტვინების ჭადრაკი 1000 მდე სკოლაში ჩატარდება .
სკოლის წარმომადგენელს ჩემპიონატის ჩატარება შეუძლია,როგორც სკოლის მიერ შერჩეული განსაზღვრული წესდებით ,ასევე ჩვენი ორგანიზაციიის მიერ შემუშავებული სპეც წესებით.
ჩატარების თარიღს სკოლა ირჩევს ინდივიდუალურად
მეორე ეტაპი (online)
რეგიონული პირველობა, შესარჩევი წერა
-
საჭადრაკო სპეც.ტესტი მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად და ლოგიკურ შეკითხვებს, რომელიც "ტვინების ბრძოლის” ფორმატთან მჭიდრო კავშირშია.
-
შეჯიბრი გაიმართება ონლაინ Kahoot პლატფორმის გამოყენებით.
-
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია www.brains.ge/reg
-
კონკურსის გასაგრძელებლად მონაწილემ უნდა გადალახოს 50%-იანი ბარიერი.
-
წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვით დაკომპლექტდება წყვილები ფინალისთვის
მესამე ეტაპი
საქართველოს ჩემპიონატის ფინალი (რეალურ გარემოში)
“ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს, რეალურ გარემოში. მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან რეგიონების მიხედვით,
-
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად.
-
სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager, კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO) ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results
-
ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით.
-
ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი)
-
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. პირადი შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
3. მოგებების რაოდენობა;
4. შავებით ნათამაშები პარტიები.
გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.
საქართველოს ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.