top of page

​​

                                            ტვინების ჭადრაკი-2023

ინსტრუქცია სკოლებს, შიდა სასკოლო ეტაპის ორგანიზებისთვის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ტვინების ბრძოლა იწვევს 1-12 კლასის მოსწავლეებს "ტვინების ჭადრაკზე" - ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით, თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.​

ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:

  • U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)

  • U6 (მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები)

  • U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)

 

შიდა სასკოლო ჩემპიონატი შესაძლებელია ჩატარდეს სკოლისთვის მორგებული ფორმატით

ზოგადი წესები:

  • ჩემპიონატი ჩატარდება სამ ეტაპად

პირველი ეტაპი - სასკოლო პირველობების სერია, 

მეორე ეტაპი - საქალაქო პირველობა, შესარჩევი წერა(online),

მესამე ეტაპი - საქართველოს ჩემპიონატის ფინალი (რეალურ გარემოში)

  • თამაშის დაწყებამდე თითოეული მონაწილე ავსებს სარეგისტრაციო ფორმას.

  • ერთი პარტიისთვის განკუთვნილი  სათამაშო დრო - 10 წუთი.

  • კენჭისყრის მიხედვით დაწყვილებული მოთამაშეები ითამაშებენ 2 პარტიას. - თეთრი და შავი ფიგურების გაცვლით.

  • კენტად დარჩენილ მოთამაშეს პირველ წრეში ეთვლება მოგება

  • თუ წყვილში ორი პარტიის თამაშის შემდეგ ანგარიშია 1-1,  გაიმართება მესამე, გადამწყვეტი პარტია.

  • ორი გამარჯვებით წყვილში გამარჯვებული მოჭადრაკეები ასპარეზობას გააგრძელებენ მომდევნო რაუნდში.

 

მეორე წრე

 

თითოეულ რაუნდში წყვილები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ოლიმპიური პრინციპით - მხოლოდ ერთი პარტია.

გამარჯვებული აგრძელებს ასპარეზობას მომდევნო რაუნდში დამარცხებული ეთიშება ტურნირს.

ფინალში გასული მოჭადრაკეები ერთმანეთის წინააღმდეგ გამართავენ 2 პარტიას თეთრი და შავი ფიგურების გაცვლით. ანგარიშზე 1-1,  წყვილი გამართავს მესამე გადამწყვეტ პარტიას.

ორგანიზება/თამაშის მიმდინარეობა:

შიდა სასკოლო ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარებისთვის გაითვალისწინეთ მომდევნო რჩევები:

პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის საჭიროა 2 ადამიანი:
1) მთავარი მსაჯი (კენჭისყრა და შედეგების ცხრილის წარმოება)
2) დამკვირვებელი/მსაჯი (თამაშის პროცესის მონიტორინგი)

სასკოლო პირველობა შეიძლება გაიმართოს ჭადრაკისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში ან კომპიუტერულ ოთახში სადაც მონაწილეები  შეერკინებიან პროგრამა chess.com ზე

თამაშის დაწყებამდე თითოეული მონაწილე ავსებს სარეგისტრაციო ფორმას.

შევსებული სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით მთავარი მსაჯი ატარებს კენჭისყრას. (კენჭისყრის დამხმარე ონლაინ აპლიკაცია იხილეთ ჩვენ საიტზე www.brains.ge/chess) 

 ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოგვიგზავნეთ:

1) შედეგების ცხრილი; 

2) შევსებული სარეგისტრაციო ბლანკი; 

3) ფოტომასალა; 

4) ტექსტი - თამაშის აღწერა მნიშვნელოვანი ეპიზოდი (სურვილის შემთხვევაში)  მოცემულ მასალებზე დაყრდნობით, ჩვენი გუნდის ჟურნალისტები მოამზადებენ “სიახლეს” რომელიც გავრცელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პორტალებზე.

სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც სკოლის ჩემპიონები, ასევე სკოლის პრიზიორი მოჭადრაკეები.

სკოლის  ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მონაწილეობის უფლება საქართველოს ჩემპიონატში.

 

1.png
bottom of page