ტვინების ბრძოლის ფინალი
Sun, Jun 16
|Location is TBD
ფინალი ჩატარდება ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, დაზუგდიდსა და ბათუმში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში. გუნდები პარალელურ რეჟიმში უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს.
ჩატარების ადგილები
Jun 16, 2024, 7:00 PM – 11:00 PM
Location is TBD
პროექტის შესახებ
ფინალი - დასკვნითი მეოთხე ეტაპი 16 ივნისი
ფინალი ჩატარდება ოთხ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, დაზუგდიდსა და ბათუმში. სათამაშო მოედანზე შეკრებილი გუნდები გაერთიანდებიან საერთო ცხრილში. გუნდები პარალელურ რეჟიმში უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს.
ფინალი გამოავლენს ქვეყნის ჩემპიონებს სამივე ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მთავარი პრიზი - საგზური ბანაკში, იგივე "ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალზე", რომელიც სისტემატიურად იმართება სასკოლო არდადეგებებზე და გახლავთ ინტელექტუალი მოსწავლეების საყვარელი პროექტი brains.ge/camp
წესები:
- ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.
- თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.
- თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
- ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.
- რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
- თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
- მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
- გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს
- ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის საფასური ერთი მოსწავლისთვის შეადგენს 20 ლარს.
განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
თამაშების ჩატარების ადგილები (მისამართები) ქალაქების მიხედვით იხილეთ აქ:brains.ge/adress
- 11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;
- 14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;
- 17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი