top of page
AI ოლიმპიადა.jpg

დაგავიწყდა პირადი ID ?

გაეჯიბრე ხელოვნურ ინტელექტს!​

 

ტესტის 50% სწორედ  ხელოვნურმა ინტელექტმა (AI ასისტენტი) შექმნა, დანარჩენი ნაწილი კი შედგენილია მენტორი მასწავლებლების მიერ, ეროვნული სასწავლო პროგრამის მიხედვით.

AI ოლიმპიადის აღწერა:

ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა, უნიკალური პრინციპის წყალობით, მოსწავლეს უქმნის შესაძლებლობას, გამოავლინოს როგორც სკოლის პროგრამული მასალის ცოდნა, ისე - ზოგადი განათლებაც.  კაჰუთ პლატფორმა, რაზეც მოსწავლეები ასრულებენ ტესტურ დავალებებს, მათ უქმნის მხიარულ და მეგობრულ გარემოს კონკურსისათვის დამახასიათებელი ღელვის მოსახსნელად. ამავდროულად, დავალებების მრავალფეროვნება და თითოეულ დავალებაზე გამოყოფილი ფიქსირებული დრო არ ადუნებს მოსწავლეს. კაჰუთ პლატფორმა, ოლიმპიადის მონაწილეს ადგილზევე აძლევს ინფორმაციას სწორი პასუხის შესახებ, რაც აძლიერებს ოლიმპიადის შემეცნებით მხარეს.

წესები:

  • პირველი ეტაპი უფასოა, ტესტის წერისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა;

  • რეგისტრაციაში არჩეულ დროს, მობილურ ნომერზე მოსწავლე იღებს კოდს, რომელიც მოსწავლეს დასჭირდება ტესტის გასახსნელად;

  • ტესტი კაჰუთის პლატფორმაზეა შედგენილი, სადაც სხვადასხვა სირთულის და სპეციფიკის 15 საკითხია მოცემული;

  • ტესტის წერა გრძელდება 40 წუთამდე, თითოეულ დავალებას, სირთულიდან გამომდინარე სხვადასხვა დრო აქვს მინიჭებული;

  • დავალებები მოცემულია როგორც ღია, ისე დახურული ტიპის კითხვებით;

  • ტესტი შედგენილია იმგვარად, რომ მოსწავლეებმა შესაბამის საგანში დაგროვილი ცოდნა სახალისოდ და ნაკლებად სტრესულად დაადასტურონ;

  • ტესტირების მაქსიმალური ქულაა 100;

  • მომდევნო ეტაპზე ასპარეზობს მოსწავლე 50% ბარიერის გადალახვის შემთხვევაში;

  • წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

ოლიმპიადა აერთიანებს სამ პროექტს :

  • ტვინების მათემატიკა

  • ტვინების ინგლისური

  • ტვინების ქართული

 

ოლიმპიადა  განკუთვნილია:

მე-2 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის.

ოლიმპიადის პირველი ეტაპი -

შესარჩევი  ონლაინ წერა - გაგრძელდება 28 იანვრამდე! 

 

ოლიმპიადის მეორე ეტაპი - გასაუბრება 

გასაუბრების ეტაპი გაიმართება 28 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით ონლაინ რეჟიმში. Ხანგრძლივობა 10-15 წუთი. გასაუბრებაზე მოსწავლეები მოისმენენ საკონკურსო დავალებას, რომლის მიხედვით უპასუხებენ შეკითხვებს. შეხვედრას წარუძღვებიან საგანმანათლებლო ორგანიზაცია “ბრეინსის” დამფუძნებლები, AI ოლიმპიადის მენეჯერი და  ტესტის შემქმნელები. 

 

  • ინგლისური ენა - მოსმენა 

  • ქართული ენა - წაკითხულის გააზრება

  • მათემატიკა - მონაცემთა გაანალიზება.

 

AI ოლიმპიადის ფინალური ეტაპი

გაიმართება 3-დან 10 მარტის ჩათვლით, რეალურ გარემოში. ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს  25 ლარს.

ფინალურ ეტაპზე დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე გამოვლინდებიან რეგიონში საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები შესაბამისი კლასებიდან.

bottom of page