აქტიურ ფაზაში შედის ტვინების ბრძოლის 2023 წლის საგაზაფხულო სეზონი. გთავაზობთ ამომზწურავ მიმოხილვას, ყველა საჭირო ტექნიკურ ინფორმაციას 2 აპრილის დიდი ინტელექტუალური შერკინებისთვის
დასასრულს უახლოვდება პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი! “შიდა სასკოლო პირველობების” სერია ადგილობრივი ჩემპიონების გამოსავლენად ერთ თვეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით მასში დღეის მონაცემებით 646 სკოლა და 3500 გუნდი, შესაბამისად 17500 სკოლის მოსწავლეა ჩართული.
აქვე აღსაღნიშნია - მასშტაბის ზრდა! ტვინების ბრძოლაში ჩართულ ქალაქებს საპილოტე რეჟიმში შემოუერთდა დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხისა და ადიგენის სკოლის გუნდები. შეკთხვები ქართული ენიდან ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასევე ჩვენს გუნდს შემოუერთდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი თანამემამულეები, შესაბამისად სკოლებთან დამყარდა კოორდინირებული და ორგანიზებული თანამშრომლობა. მომდევნო სეზონებზე იგეგმება ტვინების ბრძოლის “კავკასიის ჩემპიონატის” ჩატარება სადაც ქართველი მოსწავლეები მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
სეზონის ერთ-ერთი მთავარი სიახლეს შეეხო “შიდა სასკოლო ჩემპიონატების” სერიას, რაც განპირობებულია გასულ სეზონზე ჩვენს პროექტებში სკოლების აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებული ურთიერთთანამშრომლობით.
ამიერიდან შიდა პირველობების ჩატარებას ყოველთვიური ფორმატით, სისტემატიურად შეძლებენ აქრტიური სკოლები! ჩვენს მიერ უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო რესურსი - სრულიად უფასოდ (შეკითხვათა პაკეტები, წამახალისებელი პრიზები, დაანონსებული წიგნების ელ.ვერსია საჩუქრად და ა.შ), სკოლა უზრუნველყობს საკონტაქტო პირსა და ადგილზე შეჯიბრის ორგანიზებას. სიახლის ფარგლებში შიდა პირველობებზე დაინერგება პროექტის მთავარი ხიბლი - “დაანონსებული წიგნის”.წესი, რაც ავტომატურად ნიშნავს წიგნიერებისა და კთხვის მოყვარულ მოსწავლეთა მასშტაბით მნიშვნელოვან ზრდას.
შიდა ჩემპიონატის სისტემატიური რეჟიმით ჩატარება უკვე დაგეგმილია 150 მდე სკოლაში.თუ გსურთ თქვენი სკოლაც ჩაერთოს შეავსეთ ანკეტა: https://forms.gle/UCQdm5snFs2tnAUZ7
2 აპრილი რეგიონული ჩემპიონატი განაწილება:
აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს და ქედის სკოლის გუნდები.
გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლის გუნდები.
სამეგრელო: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის ჩხოროწყუს სენაკის, მარტვილის, აბაშისა და ფოთის სკოლის გუნდები.
იმერეთი: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხონის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები.
რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი: ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის სკოლის გუნდები.
შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები.
ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის, ბოლნისის, ადიგენის, თეთრიწყაროსა და მარნეულის სკოლის გუნდები
სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ადიგენის ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის სკოლის გუნდები
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის სკოლის გუნდები
კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, საგარეჯოს, ყვარლისა და ლაგოდეხის სკოლის გუნდები
თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა სკოლის გუნდები
თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები
თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები
ჩემპიონატი პარალელურ რეჟიმში საქართველოს 30 ქალაქში გაიმართება. სპეციალურად მოწყობილ “საბრძოლო დარბაზებში“ შეკრებილი გუნდები იდენტურ შეკითხვებს უპასუხებენ, ხოლო რეიტინგულ ცხრილში ზემოთ მოცემული რეგიონული დაყოფის პრინციპით გაერთიანდებიან. პირველადგილოსან გუნდებს რეგიონის ჩემპიონის სტატუსი მიენიჭებათ, ხოლო საუკეთესო 30%-ს ექნება შესაძლებლობა იასპარეზოს ფინალურ ეტაპზე.
გაითვალისწინეთ, ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია დაანონსებული წიგნის წაკითხვა, საიდანაც თამაშზე 2 შეკითხვა გაჟღერდება" . რეგისტრირებული გუნდის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ტვინების ბრძოლის ONLINE ბიბლიოთეკით:https://www.brains.ge/library
წიგნების დასახელება ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით იხილეთ წინა სიახლეში, აქვე შეგიძლიათ იხილოთ მოცემული წიგნების ვიდეოგანხილვა https://www.brains.ge/post/books2
წესები:
ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.
თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებია.
თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.
რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს
მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა, რეგისტრაცია უფასოა https://www.brains.ge/register
ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთი მონაწილისთვის შეადგენს 20 ლარს.
ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ
თამაშების ჩატარების განრიგი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით:
11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;
14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;
17:00 საათი მესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.
2 პრილისთვის მოაზროვნეების უკეთესად მომზადებითვის იმართება ONLINE სავარჯიშო ჩართვები შეკითხვების ავტორებთან და პროექტის ორგანიზატორებთან ერთად. მომდევნო ასეთი შეხვედრა 1 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება https://forms.gle/BbFQwFvtEDJgCo6x5
რეგიონული ჩემპიონატის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 3 აპრილს. აპელაციების განხილვა იწარმოებს 8 აპრილისჩათვლით. ჩემპიონ გუნდის წევრებს გადაეცემათ ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი, სეტიფიკატებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები. რეგიონულ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს წამახალისებელი პრიზებით ასევე დააჯილდოვებს ჩვენი ადგილობრივი პარტნიორები და სპონსორები. პრიზების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად ჩვენს FB გვერდზე გამცნობთ
სეზონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა მთავარი პრიზია საგზური საზაფხულო ბანაკში, იგივე "ტვინების ბრძოლის ინტელექტუალური ფესტივალზე", რომელიც სისტემატიურად იმართება სასკოლო არდადეგებებზე და გახლავთ ინტელექტუალი მოსწავლეების საყვარელი პროექტი www.brains.ge/camp
23 აპრილს ფინალი საქართველოს მასშტაბით 4 ძირითად ქალაქში გაიმართება.
ფინალი უფასოა და დამატებით რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება მომდევნო ნიუსში.
Comments