top of page

დაანონსებული წიგნები რეგიონალური ჩემპიონატისათვის

გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის 14 აპრილის თამაშისათვის,

სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია და რადიო გადაცემის ჩანაწერი სადაც განხილულია ავტორი და წიგნი.



 

U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი

ნოდარ დუმბაძე - "მე ვხედავ მზეს"


ნოდარ დუმბაძის რიგით მეორე რომანი. ნაწარმოების მოქმედება ვითარდება დიდი სამამულო ომის დროს, გურიის ერთ-ერთ სოფელში. რომანის მთავარი გმირია ბრმა ხატია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ მზეს და მის შეყვარებულს, სოსოიას, ხედავს.


იხილეთ წიგნის PDF ვერსია




 

U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი

დავით კლდიაშვილი - სამანიშვილის დედინაცვალი

მოთხორბის გმირი, ბეკინა სამანიშვილი, გაღარიბებული აზნაურია. მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინა მეორე ცოლის შერთვას გადაწყვეტს, რაც ქონების მოზიარის გაჩენის საშიშრობას უქმნის პლატონს და აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს — ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს.


იხილეთ წიგნის PDF ვერსია



 

U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი

გიორგი ახვლედიანი (აკა მორჩილაძე) - ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები


აკა მორჩილაძე დაიბადა თბილისში 1966 წელს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა საქართველოს ისტორიას, მუშაობდა ჟურნალისტად რამდენიმე გაზეთში. გამოცემული აქვს 20-ზე მეტი წიგნი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია, მათ შორის 2003, 2005, 2006, 2008, 2012 წლებში პრემია „საბა'' წლის საუკეთესო რომანისთვის. 2010 წელს მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მამლუქი''. „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები'' პირველად 1995 წელს გამოვიდა, 1999 წელს დაიდგა ახმეტელის თეატრში და წიგნმაც და სპექტაკლმაც უზომო პოპულარობა მოიპოვა. ინტერესი ამ საოცრად თბილი და ტრაგიკული ნაწარმოების მიმართ დღემდე არ განელებულა, პირიქით, რაც დრო გადის, უფრო მეტად პოპულარული ხდება.


იხილეთ წიგნის PDF ვერსია




 

5,587 views0 comments

Comments


bottom of page