გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული ჩემპიონატისთვის, სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია და გადაცემის ჩანაწერი სადაც განხილულია ავტორი და წიგნი.
შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება
U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი
მარკ ტვენი: ტომ სოიერის თავგადასავალი
მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნი - ”ტომ სოიერის თავგადასავალი”. წიგნში მოთხრობილია თორმეტი წლის ობოლი ბიჭუნა ტომის ამბავი რომელიც დეიდასთან ერთად ცხოვრობს. ტომის და მისი მეგობრების თავგადასავალი რამოდენიმე თვე გრძელდება, რომლის დროსაც ტომი პოულობს მეგობარ გოგონას, გარბის სახლიდან და ცხოვრობს კუნძულზე, დაიკარგება გამოქვაბულში, საიდანაც მსვიდობიანად გამოაღწევს და თან განძსაც აღმოაჩენს.
იხილეთ წიგნის PDF ვერსია
U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი
ჟიულ ვერნი - 80 000 კილომეტრი წყალქვეშ
საიდუმლოებით მოცული კაპიტანი ნემო, მის მიერვე აგებულ ხომალდზე ბუნებისმეტყველების პროფესორს დაატყვევებს და წყალქვეშა სამყაროში ამოგზაურებს: აქ წაიკითხავთ წყალქვეშა სამყაროს მკვიდრთა გასაოცარ ამბებს, მრავალი ფიზიკური და მათემატიკური ამოცანის ამოხსნის მოწმეც გახდებით, ზოგს დაიჯერებთ, ზოგს - არა, ფიზიკა-მათემატიკისა და გეოგრაფია-ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში გადამოწმების სურვილიც გაგიჩნდებათ აქ მოთხრობილი ამბებისა და წიგნის დასასრულს, თქვენვე უპასუხებთ მწერლის მიერ დასმულ შეკითხვას: „საით მიგვაქროლებს კაპიტან ნემოს ფანტაზია?“
იხილეთ წიგნის PDF ვერსია
U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი
ჯორჯ ორუელი ცხოველების ფერმა
რით ჰგვანან „ცხოველების ფერმის“ პერსონაჟები - ღორი ნაპოლეონი, ძაღლი პინჩერი, თვინიერი ცხვარი, დამონებული ცხენები, იხვის ჭუჭულები და მათი მეგობრები ადამიანებს; რატომ უნდა გამოცემულიყო გაცილებით ადრე ჯორჯ ორუელის ეს მინირომანი; რა დაეხმარება ძველ თაობას იმისთვის, რომ არასოდეს დაივიწყოს, საიდან მოდიან და რატომ არ უნდა გაუჩნდეთ ახალგაზრდებს ცხოველების ფერმაში დაბრუნების სურვილი... - ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაზეც პასუხებს ამ წიგნში ამოიკითხავთ. ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“ - აკრძალული რომანი, ანუ ვინ აშენებს უტოპიურ სახელმწიფოს!
იხილეთ წიგნის PDF ვერსია
Comments