გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის რეგიონული პირველობისთვის
სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
შეგახსენებთ, ოფიციალურ თამაშებზე 2 შეკითხვა 15 დან გაჟღერდება სწორედ წინასწარ წასაკითხი ლიტერატურიდან.
წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია
მე-3, მე-4, მე-5 კლასები: ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში
ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის, არანაკლებ ცნობილი ზღაპარი, რომელიც ჯელსომინოს საინტერესო თავგადასავალზე გვიამბობს.
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: ბიბლიოთეკა
მე-6, მე-7, მე-8 კლასები: ჟიულ ვერნი - 80 000 კილომეტრი წყალქვეშ
სამეცნიერო ფანტასტიკის ფუძემდებლის ეს კლასიკური რომანი 1870 წელს გამოქვეყნდა. მასში მოთხრობილია იდუმალებით მოცული კაპიტან ნემოსა და მისი წყალქვეშა ხომალდის "ნაუტილუსის" ამბავი, რომელზეც საზღვაო კატასტროფის შედეგად აღმოჩნდებიან პროფესორი არონაქსი, მისი მსახური კონსეი და კანადელი ვეშაპებზე მონადირე ნედ ლენდი.
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: ბიბლიოთეკა
მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები: ისმაილ კადარე გახლეჩილი აპრილი
ისმაილ კადარე (დ. 1936 წ.) სახელგანთქმული ალბანელი პროზაიკოსი და პოეტია. მსოფლიოში აღიარებულ მის რომანებს მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურული.ჯილდოები: ჩინო დელ დუკას(1992), ბუკერის (2005 ), პრინც ასტურიელის (2009), იერუსალიმის (2015) პრემიები. რამდენჯერმე იყო.წარდგენილი ნობელის პრემიაზე.
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: ბიბლიოთეკა
Comments