გთავაზობთ დაანონსებულ წიგნებს, ტვინების ბრძოლის საქალაქო ჩემპიონატისთვის, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება. სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. წიგნებს დართული აქვს PDF ვერსია
შეგახსენებთ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება
U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი
ჯანი როდარი
ჩიპოლინოს თავგადასავალი
იტალიელმა მწერალმა, ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ლაურეატმა, ჯანი როდარიმ გამოიგონა ხილ-ბოსტნეულის სამყარო, რომლის მცხოვრებლები სახელებითაც გამოხატავენ თავიანთ ზნესა და ქცევას. წაიკითხე ხასიათების მრავალფეროვნებით, ლაღი იუმორითა და ზომიერი ირონიით გამორჩეული ჩიპოლინოს თავგადასავალი და ისიამოვნე ამ ლიტერატურული შედევრის მშვენიერი ქართული თარგმანით
U8 ასაკობრივი გატეგორია: 6,7,8 კლასი
ჯონათან სვიფტი
გულივერის მოგზაურობა
ამ წიგნის პირველი გამოცემიდან ორ საუკუნეზე მეტი გავიდა. აღმოჩნდა კი ჭკუის სასწავლი სახელმძღვანელო ეს წიგნი, როგორც ავტორი ვარაუდობდა? რას ემართლებოდა მართალი გულივერი თავისი დროის საზოგადოებას, რომელსაც იგი ჯოგს უწოდებს? რაში სდებდა ბრალს თავის ხალხს? რა შეიცვალა მას შემდეგ ხალხის აზროვნებაში? ან საერთოდ, შეიცვალა კი? როგორ გაუძლო საუკუნეებს ნაწარმოებმა, რომელიც, როგორც ავტორი აცხადებს, ხალხის მოსაწონად კი არ დაწერა, არამედ მათ გამოსასწორებლად? შესაძლებელია კი ხალხის გამოსწორება? ამ უკვდავი წიგნის წაკითხვის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხებს გონიერი მკითხველი თავად იპოვის.
U12 ასაკობრივი გატეგორია: 9,10,11, 12 კლასი
კენ კიზი -
გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
„...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ 1962 წელს დაიწერა. მსოფლიო ლიტერატურაში იშვიათია წიგნი, რომელიც ასე ზუსტად გამოხატავს კონკრეტული ეპოქის სულს და, ამავდროულად, მარადიულ ფასეულობებს ეხმიანება - ინდივიდისა და სოციუმის ურთიერთობა, თავისუფლებისაკენ სწრაფვა, საკუთარი ფესვების ძიება... სრულიად ლოგიკურია, რომ რომანი კენ კიზიმ დაწერა - ადამიანმა, რომელიც თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებითა და მუდმივი, ნაირგვარი შემოქმედებითი ძიებებით ამერიკული კონტრკულტურის ორგანული ნაწილი იყო. წიგნის მიხედვით 1975 წელს მილოშ ფორმანმა ლეგენდარული ფილმი გადაიღო, რომელშიც მთავარი როლი ჯეკ ნიკოლსონმა შეასრულა.
Aba antonio da daviti waikitxeto? Vegar gavige