top of page

წიგნები საქალაქო ჩემპიონატისთვის

გთავაზობთ 2025 წლის გაზაფხულის სეზონისთვის დაანონსებულ წიგნებს "ტვინების ბრძოლის" საქალაქო ჩემპიონატისთვის, სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. თითოეულ მათგანს დართული აქვს PDF ვერსია.

შეგახსენებთ, რომ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება.

წიგნები
წიგნები

U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი



რობერტ ლუის სტივენსონი - განძის კუნძული


კლასიკური სათავგადასავლო რომანი, რომელმაც ბევრი თაობის წარმოსახვა გააღვიძა. ახალგაზრდა ჯიმ ჰოკინსი, კაპიტანი სმოლეტი და სხვები ეძებენ ლეგენდარულ განძს, რომლის გარშემოც ინტრიგები, მოულოდნელი თავგადასავლები და დაუვიწყარი პერსონაჟები ვითარდება. "განძის კუნძული" ბავშვობის საუკეთესო მოგონებებში შესატანი წიგნია.







U8 ასაკობრივი კატეგორია: 6, 7, 8 კლასი



ალექსანდრე დიუმა - სამი მუშკეტერი

"ყველა ერთი - ერთი ყველასათვის!" დ'არტანიანი და მისი მეგობრები - ათოსი, პორთოსი და არამისი, თავგანწირვით იბრძვიან სამეფოსთვის, ღირსებისთვისა და მეგობრობისთვის. დიუმას ეს კლასიკური რომანი სავსეა ინტრიგებით, მძაფრი მოქმედებითა და დაუვიწყარი დიალოგებით. სწორედ ამ წიგნიდან იწყება რეალური საფრანგეთის ისტორიისა და ფანტასტიკური თავგადასავლების შერწყმა.









U12 ასაკობრივი კატეგორია: 9, 10, 11, 12 კლასი



ერიხ მარია რემარკი - სამი მეგობარი

მეგობრობა, სიყვარული, ცხოვრების სირთულეები და დაკარგული თაობის ტკივილი - ეს ყველაფერი ერიხ მარია რემარკის დაუვიწყარ რომანში. პოსტ-საომარი პერიოდის გერმანიაში, სამი მეგობრის ცხოვრება სავსეა სირთულეებითა და მტკივნეული გადაწყვეტილებებით, მაგრამ მათ ერთმანეთისთვის უდიდესი მხარდაჭერის ძალა აქვთ. წიგნი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

მზად იყავით "ტვინების ბრძოლის" ახალ სეზონზე და აუცილებლად გაეცანით ამ შესანიშნავ ნაწარმოებებს!


139 views0 comments

Comments


bottom of page