top of page
Writer's pictureeko

წიგნები რეგიონული ტურისთვის

Updated: 5 days ago




U-5 (3,4,5 კლასი) ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი


ორასი წლის წინათ, შორეულ გერმანიაში, დიდცხვირა,

ჩია ბერიკაცი ბუხართან იჯდა და თავის საოცარ თავგადასავალს

უამბობდა ირგვლივ შემოკრებილ ხალხს. ერიხ რუდოლფ რასპეს

წყალობით ბარონ ფონ მიუნჰაუზენის არაჩვეულებრივმა ამბებმა

ჩვენამდე მოაღწია და დღემდე ახერხებს მკითხველის გაოცებას.

გაეცანით თუ როგორ ახერხებდა ფათერაკების მაძებარი ბარონი,

და გამჭრიახობის წყალობით ხიფათით სავსე თავგადასავლებში

გამოსავლის პოვნას და თქვენ თვითონ განსაჯეთ, მიუნჰაუზენისთანა

მართლის მთქმელი ადამიანი კიდევ ყოფილა დედამიწაზე თუ არა.

 

 










U-8 (6,7,8 კლასი) ბიძია თომა ქოხი


მოქმედება იწყება კენტუკში. იქაური ფერმერი, სახელად არტურ შელბი,

ვალების გამო დგება ფერმის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

მიუხედავად იმისა, რომ იგი კეთილადაა განწყობილი საკუთარი

მონების მიმართ, იძულებული ხდება რამდენიმე მათგანი გაყიდოს.

მათ შორისაა ბიძია ტომი, შუახნის მამკაცი თავის ცოლთან და შვილებთან

ერთად და ჰარი — თავისი მეუღლის, ემილის მოახლე ელაიზას ქალიშვილი.

წიგნი დაუვიწყარ თავგადასავალში გამოგზაურებთ.














U-12 (9,10,11,12 კლასი) ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″


ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას.

ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა

სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით

კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის,

მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.




2,327 views0 comments

Comentários


bottom of page