top of page

ოლიმპიადა - ფინურ სტანდარტებზე დაყრდნობით

Updated: Mar 11, 2022

22 დეკემბერს ჩატარდება ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა, რომელიც სიახლეს შესთავაზებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეს. ოლიმპიადა გაიმართება ფინურ სტანდარტებზე დაყრდნობით, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს გამოიმუშავონ თვითშემეცნების უნარი - ლოგიკური აზროვნებისა და ფაქტობრივი ცოდნის კომბინირებულად გამოყენებით, გაუმკლავდნენ ნებისმიერი სპეციფიკის დავალებას.



წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ტვინების ბრძოლის ოლიმპიადის შესახებ.


  • ოლიმპიადაზე გამოყენებული ტესტი, იქნება ოთხ ნაწილიანი: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა და ზოგადი განათლება.

  • თითოეული დავალების პასუხის მიღება მონაწილეს შეეძლება ამოხნის ალტერნატიული გზებით, მაგალითად ფაქტობრივი საკითხი რომელიც არ ეცოდინება ლიტერატურიდან, საინტერესო მინიშნებების საშუალებით შეიძლება ამოხსნას მათემატიკური მაგალითებით, ანდაც ლოგიკური აზროვნებით.

  • თითოეული საკითხი და ამოხსნის გზა დამატებით ინფორმაციის შემცველია, რისი საშუალებითაც მონაწილე ოლიმპიადისაგან მიიღებს ახალ გამოცდილებას, ამა თუ იმ საგნისა და ზოგადი განათლების კუთხით.

  • ოლიმპიადა იქნება ერთ ტურიანი და დახურული, რაც გულისხმობს, რომ მონაწილეობას მიიღებენ ტვინების ბრძოლის ბავშვები, რომელთაც დასჭირდებათ მასწავლებლის რეკომენდაცია, რათა მოხვდნენ საქართველოს მასშტაბით ყველაზე ჭკვიან და გამორჩეულ მოსწავლეთა შორის.

  • ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ინდივიდუალურად შეუძლიათ მოსწავლეებს მე-3 დან მე-12 კლასის ჩათვლით.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან კლასების მიხედვით - დაჯილდოვდებიან, როგორც საუკეთესო ქულის მქონე მოსწავლეები, ასევე ის მონაწილეები, რომლებმაც უმაღლესი შედეგი აჩვენეს ცალკეულ კატეგორიაში (მათემატიკა; ინგლისური; ქართული; ლოგიკა).

 

ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ

ოლიმპიადის ჩატარების განრიგი:

22 დეკემბერი - კვირა:


10:00 საათი მე-5; მე-6 კლასები.

12:00 საათი მე-3; მე-8 კლასები.

14:00 საათი მე-7; მე-9 კლასები.

16:00 საათი მე-4; მე-10; მე-11-12 კლასები,

 

წესები:

  • ოლიმპიადის ტესტი მოიცავს ათ დავალებას.

  • ტესტი დაყოფილია ოთხ ნაწილად: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლოგიკური აზროვნება (ტვინების ბრძოლის საკითხები).

  • ოლიმპიადაზე დავალებები მოცემული იქნება, როგორც ღია, ასევე დახურული (ტესტური) სახით.

  • ტესტირების ზოგიერთი (ფინური) საკითხი, საშუალებას აძლევს მოსწავლეს მიიღოს სწორი პასუხი, სხვადასხვა ალტერნატიული გზით. მაგ: ფაქტობრივი ცოდნით, ლოგიკური მსჯელობით ან მათემატიკური ამონახსნით.

  • ტვინების ბრძოლის ოლიმპიადა გაიმართება ერთ ეტაპად, 22 დეკემბერს.

  • ტესტირების მაქსიმალური ქულაა 90.

  • ტესტის წერისათვის განკუთვნილი დრო არის 90 წუთი.

  • მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია მასწავლებლის რეკომენდაცია და რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register

  • ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთ მოსწავლეზე შეადგენს 27 ლარს.

  • შედეგები გამოქვეყნდება 15 სამუშაო დღის შემდეგ.

  • გამარჯვებულები გამოვლინდებიან ორი პრინციპით: 1) საერთო მაქსიმალური ქულის მიხედვით 2) ოთხ საგნობრივ ნომინაციაში




11,823 views0 comments

Σχόλια


bottom of page