14 აპრილს, კავკასიის ღია ჩემპიონატის ფარგლებში, გაიმართება: “რეგიონალური პირველობა”
რეგიონალური ჩემპიონატები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში, თითოეულ ქალაქში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ რეგიონის ჩემპიონის სტატუსს, რეგიონის მასშტაბით საუკეთესო 30% ში მოხვედრილ გუნდებს მიეცემათ შესაძლებლობა იასპარეზონ ფინალურ ეტაპზე.
რეგიონალურ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
1 ჯგუფი - აჭარა: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის სკოლის გუნდები
2 ჯგუფი - გურია: ოზურგეთის, ლანჩხუთის ჩოხატაურის სკოლის გუნდები
3 ჯგუფი სამეგრელო 1: ზუგდიდის, ხობის წალენჯიხის სკოლის გუნდები
4 ჯგუფი სამეგრელო 2: სენაკის, მარტვილის, აბაშის სკოლის გუნდები
5 ჯგუფი სამეგრელო 3: ქალაქ ფოთის სკოლის გუნდები
6 ჯგუფი იმერეთი 1: ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის ,სამტრედიის და ხონის სკოლის გუნდები
7 ჯგუფი იმერეთი 2: ზესტაფონის, თერჯოლის, საჩხერეს, ჭიათურის და ხარაგაულის სკოლის გუნდები
8 ჯგუფი შიდა ქართლი: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის სკოლის გუნდები
9 ჯგუფი ქვემო ქართლი: ქალაქ რუსთავის სკოლის გუნდები
10 ჯგუფი კახეთი: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის საგარეჯოს სკოლის გუნდები
11 ჯგუფი: თბილისი 1 გლდანი-ნაძალადევისა და მცხეთის რაიონის სკოლის გუნდები
12 ჯგუფი: თბილისი 2 დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონის სკოლის გუნდები
13 ჯგუფი: თბილისი 3 ისანი-სამგორის რაიონის სკოლის გუნდები
14 ჯგუფი: თბილისი 4 ვაკე-საბურთალოს რაიონის სკოლის გუნდები
ჩატარების ადგილები (მისამართები) შეგიძლიათ იხილოთ აქ
თამაშების ჩატარების განრიგი საკობრივი ჯგუფების მიხედვით:
14 აპრილი - კვირა:
11:00 საათი პირველი ასაკობრივი კატეგორია Junior - III, IV და V კლასი;
14:00 საათი მეორე ასაკობრივი კატეგორია U8 - VI, VII და VIII კლასი;
17:00 საათიმესამე ასაკობრივი კატეგორია U12 - IX, X, XI და XIIკლასი.
წესები:
ერთი გუნდი შედგება ხუთი მონაწილისაგან.
თითოეული გუნდი ასპარეზობს სკოლის სახელით, შესაბმისად გუნდში მხოლოდ ერთი სკოლის მოსწავლეებია.
გუნდების რაოდენობა ერთი სკოლიდან შეზღუდული არ არის.
თამაშში დაისმება სულ 15 კითხვა. (მარტივი შეკითხვა = 5 ქულა; საშუალო = 6ქულა; რთული =7 ქულა.)
ორი შეკთხვა გაჟღერდება წინასწარ დაანონსებული წიგნიდან.
რიგით N8 შეკითხვა არის “კაპიტნების ტური” - სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე რჩება სათამაშო მაგიდასთან.
თითოეული შეკითხვაზე მოსაფიქრებელი დრო არის 90 წამი.
მოსაფიქრებელი დროის ამოწურვისთანავე, კაპიტანი ვალდებულია ჩააბაროს ფურცელზე დაწერილი გუნდის პასუხი.
გამარჯვებულია ის გუნდი რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს
მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა https://www.brains.ge/register
ტურნირში მონაწილეობა ფასიანია, ერთ მოსწავლეზე შეადგენს 15 ლარს.
Comments