top of page
Writer's pictureMariam kacadze

აგვისტოში წასაკითხი 3 წიგნი. ტვინების ბრძოლის ექსპერტთა რჩევები

Updated: Aug 17, 2022



“ტვინების ბრძოლის” გუნდი გირჩევთ ტოპ 3 წიგნს აგვისტოში წასაკითხად!


მე-3, მე-4, მე-5 კლასები: ჯელსომინო ცრუთა ქვეყანაში

ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლის, ჯანი როდარის, არანაკლებ ცნობილი ზღაპარი, რომელიც ჯელსომინოს საინტერესო თავგადასავალზე გვიამბობს.

მე-6, მე-7, მე-8 კლასები: მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ

ჟიულ ვერნის ამ ცნობილ წიგნში მთავარ ფიგურად გერმანელი პროფესორი, ოტო ლიდენბროკი გვევლინება, რომელსაც სწამს, რომ ისლანდიაში მდებარე სნეფელსის კრატერის გავლით დედამიწის ცენტრამდე მიღწევაა შესაძლებელი. ძმისშვილთან - აქსელთან და ისლანდიელ გზამკვლევ ჰანსთან ერთად პროფესორი ლიდენბროკი თავისი თეორიის შემოწმებას განიზრახავს და კრატერის მიღმა მათ თვალწინ კაცობრიობისთვის სრულიად უცნობი სანახაობა გადაიშლება.

მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასები: ბაბუაწვერას ღვინო

“ბაბუაწვერას ღვინოს” ზაფხულისა და მასთან დაკავშირებული ემოციების გემო აქვს. წიგნის მთავარი პერსონაჟი 12 წლის დაგლას სპოლდინგია, რომელიც ნაწილობრივ თავად ავტორის - რეი ბრედბერის - პროტოტიპადაც შეგვიძლია მოვიაზროთ. წიგნში მოქმედება 1928 წელს, ილინოისის ერთ პატარა ქალაქში ვითარდება. ერთი შეხედვით დამოუკიდებელ ისტორიებს დაგლასი და სპოლდინგების ოჯახის სხვა წევრები აერთიანებენ. დაგლასმა უკვე იცის,რომ სიცოცხლე მარადიული არ არის,რომ ერთ მშვენიერ დღესაც ბაბუა ვეღარ დააყენებს ბაბუაწვერას ღვინოს.


აღსანიშნავია, რომ 21 აგვისტოს "წიგნების ბრძოლის" ონლაინ თამაშის შესარჩევ ეტაპზე აღნიშნული წიგნებიდან 2-2 შეკითხვა გაჟღერდება!

წიგნის ელექტრონული ვერსია იხილე ბმულზე





956 views0 comments

댓글


bottom of page