ყველა ტვინიკოს ჭადრაკის მოყვარულ მოსწავლეებს ვთავაზობთ პირველ მასშტაბურ საჭადრაკო ტურნირს
ტვინების ბრძოლა იწყებს ახალ მასშტაბურ პროექტს “ტვინების ჭადრაკი”.
რატომ ჭადრაკი?
ჭადრაკი 1400 წელია არსებობს და საინტერესოა, რატომ ითვლება ის დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პედაგოგიურ ინსტრუმენტად სკოლებში, განსაკუთრებით ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნებში.
ჭადრაკი, როგორც სავალდებულო საგანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე წელს დაინერგა.
ჩვენი ორგანიზაცია გულშემატკვრობს და განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება სწავლების მიმდინარეობასა და თავისებურებებს.
თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, მოხარული ვართ, რომ ჩვენს ტვინიკოს მოსწავლეებს შევთავაზოთ პირველი მასშტაბური საჭადრაკო ტურნირი.
ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორიცაა: ყურადღება, კონცენტრაცია, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტაცია და სხვა. ეს უნარები პირდაპირ კავშირშია „ტვინების ბრძოლის“ მთავარ ფასეულობებთან, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ მოსწავლეებს ჩვენი პროექტების მეშვეობით.
ტვინების ბრძოლა იწვევს 1-12 კლასის მოსწავლეებს "ტვინების ჭადრაკზე" - თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.
ტვინების ჭადრაკი ორ ეტაპად გაიმართება!
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:
U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)
პირველი ეტაპი - შესარჩევი წერა:
საჭადრაკო სპეც.ტესტი მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად ლოგიკური შეკითხვებს, რომელიც "ტვინების ბრძოლის” ფორმატთან მჭიდრო კავშირშია.
შეჯიბრი გაიმართება ონლაინ 21 მაისს, Kahoot პლატფორმის გამოყენებით. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია www.brains.ge/register
კონკურსის გასაგრძელებლად მონაწილემ უნდა გადალახოს 50%-იანი ბარიერი.
წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვით დაკომპლექტდება წყვილები მეორე ეტაპისთვის.
7 მაისს გაიმართება Online სავარჯიშო შეკრება, სადაც ტვინების მოჭადრაკეებს საშუალება ექნებათ პირადად მოისმინონ სასარგებლო რჩევები ორგანიზატორებისგან, ასევე გაივარჯიშონ შესარჩევი ეტაპისთვის.
მეორე ეტაპი -ფინალი რეალურ გარემოში:
“ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 27 ივნისს, რეალურ გარემოში. მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან რეგიონების მიხედვით,
17 ივნისი - ტურნირის დებულება
1. ორგანიზატორი: საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია “ტვინების ბრძოლა”
2. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად.
სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager, კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO) ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results
3. დროის კონტროლი: ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით.
4. მონაწილეები: ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი) მონაწილეები განაწილდებიან სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)
5. გამარჯვებულთა გამოვლენა: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 1. პირადი შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 3. მოგებების რაოდენობა; 4. შავებით ნათამაშები პარტიები.
სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.
საქართველოს ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.
Comments