ყველა ტვინიკოს, ჭადრაკის მოყვარულ მოსწავლეებს ვთავაზობთ მასშტაბურ საჭადრაკო ტურნირს.
რატომ ჭადრაკი?
ჭადრაკი 1400 წელია არსებობს და საინტერესოა, რატომ ითვლება ის დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პედაგოგიურ ინსტრუმენტად სკოლებში, განსაკუთრებით ევროპისა და მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნებში.
ჭადრაკი, როგორც სავალდებულო საგანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე წელს დაინერგა.
ჩვენი ორგანიზაცია გულშემატკვრობს და განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება სწავლების მიმდინარეობასა და თავისებურებებს.
ტვინების ბრძოლა იწვევს 1-12 კლასის მოსწავლეებს "ტვინების ჭადრაკზე" - თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.
ტვინების ჭადრაკი ორ ეტაპად გაიმართება!
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:
U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)
პირველი ეტაპი - შესარჩევი წერა:
საჭადრაკო სპეც.ტესტი მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად ლოგიკურ შეკითხვებს, რომელიც "ტვინების ბრძოლის” ფორმატთან მჭიდრო კავშირშია.
შეჯიბრი გაიმართება ონლაინ 22 დეკემბრის ჩათვლით, Kahoot პლატფორმის გამოყენებით. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია www.brains.ge/reg
კონკურსის გასაგრძელებლად მონაწილემ უნდა გადალახოს 50%-იანი ბარიერი.
წარმატებულ მონაწილეებს შორის ჩატარდება კენჭისყრა, რომლის მიხედვით დაკომპლექტდება წყვილი ფინალური ეტაპისთვის.
ფინალი გაიმართება 24 დეკემბერს რეალურ გარემოში.განრიგი და მისამართები გამოქვეყნდება 20 დეკემბერს.
Comments