არსი
,,ტვინების ბრძოლა“ არის გუნდურ-ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისთვის.
მიზანი
პროექტის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობაში ერუდიციის, წიგნიერებისა და ზოგადი განათლების დონის ამაღლება.ასევე ინტელექტუალური განტვირთვის წახალისება.
თამაშის წესები
გუნდი შესაძლოა დაკომპლექტდეს 6 წევრისგან, თუმცა სათამაშო მაგიდასთან ერთდროულად შესაძლებელია განთავსდეს არუმეტეს 5 მონაწილე. მე-6 წევრი არის სათადარიგო, რომელიც ჩანაცვლების პრინციპით უერთდება თამაშს. თამაში შედგება 15 შეკითხვისგან, რომლებიც მონაცვლეობით არის 5,6,7 ქულიანი. თითოეული შეკითხვის გაჟღერების შემდგომ მონაწილეებს აქვთ 90-წამი პასუხების დასაფიქსირებლად. განზღვრული დროის ბოლო 15 წამის განმავლობაში, თითოეული გუნდის კაპიტანმა, პასუხების ფურცელი უნდა აღმართოს მაღლა. დროის ამოწურვასთან ერთად ყველა გუნდს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს პასუხების ფურცელი, დროის ამოწურვის შემდეგ აღმართული პასუხების ფურცელი არ განიხილება. სწორი პასუხი ფასდება შეკითხვის გაჟღერებამდე წინასწარ გამოცხადებული ქულით (5, 6 ან 7), ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
კაპიტნის ტური
თამაშის მე-8 შეკითხვა არის კაპიტნების რაუნდი, რა დროსაც სათამაშო მაგიდასთან რჩება, მხოლოდ ერთი მონაწილე. გუნდის დანარჩენი წევრები კი დროებით ტოვებენ სათამაშო დარბაზს.
დაანონსებული წიგნები
ტვინების ბრძოლის ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე (საქალაქო, რეგიონული, ფინალი) წინასწარ ანონსდება წასაკითხი ლიტერატურა. ამავე წიგნებიდან, მოსწავლეებს შეხვდებათ 2 შეკითხვა, უშუალოდ თამაშის პროცესში.ასაკობრივი კატეგორიებიტვინების ბრძოლა ტარდება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
.u5-(მე-3,4,5 კლასები)
.u8- (მე-6,7,8 კლასები)
.u-12 (მე-9,10,11,12 კლასები)
გუნდის დაკომპლექტება შესაძლებელია მხოლოდ ერთი და იგივე სკოლის, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი მოსწავლეებისგან.
ჩემპიონატის პრინციპი
ჩემპიონატი ტარდება 4-ეტაპად.პირველ ეტაპზე, სკოლებში იმართება ტვინების ბრძოლის შიდასასკოლო თამაში, რომელში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს შეუძლია. აღნიშნული ტური უფასოა.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მეორე ეტაპისთვის.მეორე ეტაპია- საქალაქო ტური, რომელშიც გუნდები კონკურენციას უწევენ საკუთარი ქალაქის სხვა გუნდებს.აღნიშნული ტური ფასიანია და თითოეული მოსწავლისთვის შეადგენს 20 ლარს.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები კვალიფიცირდებიან მესამე ეტაპისთვის.მესამე ეტაპია- რეგიონული პირველობა, რომელშიც გუნდებიკონკურენციას უწევენ საკუთარი რეგიონის სხვა გუნდებს.აღნიშნული ეტაპი, ისევე როგორც შიდა სასკოლო ტური არის უფასო.საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები, იასპარეზებენ მეოთხე ფინალურ ეტაპზე.ფინალში მონაწილეობის მიღება ფასიანია და განისაზღვრება 20 ლარით ერთ მოაზროვნეზე.სწორედ დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი სამ სხავადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს.
განსაკუთრებული პირობები
ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპებზე ზოგიერთ შეკითხვას შესაძლოა,ახლდეს დამატებითი ვიზუალური მასალა, რომელიც გუნდებს დაურიგდებათ შეკითხვის გაჟღერებამდე და/ან გამოისახება ეკრანზე.ჩემპიონატის მეორე, მესამე და მეოთხე ეტაპების დასრულების შემდეგ მონაწილე გუნდებს შეუძლიათ, შეავსონ სააპელაციო განაცხადი, თუ მიიჩნევენ, რომ რომელიმე შეკითხვაში მათი დაფიქსირებული პასუხი უნდა ჩაითვალოს სწორად.სააპელაციო განაცხადს განიხილავს სააპელაციო ჟიური, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას; ე.წ. “ლოგიკური დუალის” აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა,ჩაითვალოს პასუხი, რომელიც არ ემთხვევა საავტორო პასუხს.“ლოგიკურ დუალად” მოიაზრება გუნდის დაფიქსირებული პასუხი, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა შეკითხვის პირობაში არსებულ მოთხოვნებს, თუმცა განსხვავდება საავტორო პასუხისგან. აპელაცია ფასიანია და განისაზღვრება 10 ლარით, აღნიშნული თანხა უბრუნდება გადამხდელს, სააპელაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ტვინების ბრძოლა გისურვებთ წარმატებებს და გელით 2024 წლის გაზაფხულის მასშტაბურ სეზონზე.
Comments