top of page

წიგნები რეგიონული ჩემპიონატისთვის

გთავაზობთ 2025 წლის გაზაფხულის სეზონზე დაანონსებულ წიგნებს "ტვინების ბრძოლის" რეგიონული ჩემპიონატისთვის. სტატიაში მოცემულია წიგნები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. თითოეულ მათგანს დართული აქვს PDF ვერსია.

შეგახსენებთ, რომ "ტვინების ბრძოლის" თამაშებზე 2 შეკითხვა სწორედ დაანონსებული წიგნის თემატიკიდან გაჟღერდება.


U5 ასაკობრივი კატეგორია: 3, 4, 5 კლასი




მაიკლ ბონდი - ,,დათვი სახელად პადინგტონი"

დათვი პადინგტონი შორეული, უღრანი პერუდან ჩამოვიდა. მისტერ და მისის ბრაუნებმა ის პირველად რკინიგზის სადგურზე ნახეს და მას შემდეგ მათი ოჯახის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა – ჩვეულებრივი დღეები დაუვიწყარ თავგადასავლებად იქცა, რადგან მათ  ოჯახს ახალი წევრი პადინგტონი შეემატა. 

















U8 ასაკობრივი კატეგორია: 6, 7, 8 კლასი



რ.ჯ - ,,პალაციოს საოცრება"






ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია? ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.







U12 ასაკობრივი კატეგორია: 9, 10, 11, 12 კლასი



ფრანც კაფკა - პროცესი



ფრანც კაფკა ის მწერალია, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, მსოფლიო ლიტერატურაში უდიდესი კვალი დატოვა. კაფკას სიცოცხლეში აღიარება არ მოუპოვებია. მეტიც, რომ არა მწერალი მაქს ბროდი სიცოცხლის შემდეგაც უცნობი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის, რადგანაც კაფკამ სიკვდილის წინ მაქს ბროდს თავისი ნაწარმოებების განადგურება სთხოვა. საბედნიეროდ, ბროდმა მეგობრის უკანასკნელი თხოვნა არ შეასრულა. ფაქტია, ამით მხოლოდ ლიტერატურამ გაიმარჯვა.



 
 
 

Comments


bottom of page