გატყობინებთ, რომ დედაქალაქში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, ტვინების ბრძოლა, ხვალ (17 ნოემბერს) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(თსუ) აღარ ჩატარდება. შესაბამისად მხოლოდ ვაკე- საბურთალოსა და ისანი-სამგორის სკოლის გუნდებისთვის, საქალაქო პირველობა, ჩატარდება ერთი კვირის შემდეგ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მასპინელ სასწავლებელთან გავლილი კონსულტაციის საფუძველზე, მონაწილეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის ყველა გუნდს ინდივიდიალურად ეცნობება ჩატარების ახალი თარიღისა და ადგილის შესახებ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
17 ნოემბერს, ჩვეულ რეჟიმში, ჩატარდება საქალაქო პირველობა, დანარჩენ 50 საასპარეზო მოედანზე - მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ძველი-თბილისის სკოლის გუნდებისათვის.
Comments