top of page

"ოსტატი და მარგარიტა" მიხაილ ბულგაკოვი/U12

Updated: Nov 12, 2018

დაანონსებული წიგნი მესამე ასაკობრივი კატეგორიისთვის U12. 25 ნოემბერი

ოსტატი და მარგარიტა (რუს. Мастер и Маргарита) — მიხეილ ბულგაკოვის რომანი, რომელიც გამოიცა 1966 წელს. რომანის ჟანრის ზუსტი დახასიათება რთულია - მასში არის როგორც სატირა, ფარსი, მისტიკა, ასევე - რომანტიკა, ფილოსოფიური იგავები და სხვა. რომანის სიუჟეტი არის ერთ-ერთი პოპულარული XX საუკუნის ლიტერატურაში და მის მიხედვით ასევე გადაღებული და დადგმული არა ერთი ფილმი თუ სპექტაკლი.


რომანი გამოიცა მწერლის მეუღლის, ელენე ბულგაკოვას ინიციატივით, რომელიც თავად ეხმარებოდა მიხეილს მის დაწერაში (ბოლო დროს, როდესაც მიხეილი ავად იყო, იგი ტექსტს მეუღლის კარნახით წერდა). იგი დაიბეჭდა 1966-1967 წლებში, ავტორის გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ, ჟურნალში, შემოკლებული ფორმატით. საბჭოთა ინტელიგენციაში იგი პოპულარობით სარგებლობდა და ოფიციალურ გამოცემამდე ხელით გადაბეჭდილი ასლების სახით ვრცელდებოდა.


 

ერთერთი ქართვველი მწერალი წიგნის შესახებ:

“ოსტატი და მარგარიტა” პირველად მაშინ წავიკითხე, როცა ქართველისთვის რუსული სავალდებულო ენა იყო. დღეს ჩვენთვის რუსულის ცოდნა სავალდებულო აღარაა, სამაგიეროდ "ოსტატი და მარგარიტაა" აუცილებელი საკითხავი. თანაც ესაა წიგნი ყველასთვის (ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით). ამ რომანის ციტატებით ულაპარაკია ჩემთან თითქმის ყველა ჯურის ხალხს: ჭკუისკოლოფი პროფესორებით დაწყებული,ნარკომანებით დამთავრებული. ეს რომანი იმდენჯერ მაქვს წაკითხული, რომ აღარც კი ვიცი, მიყვარს თუ არა იგი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ კიდევ ერთხელ წავიკითხავ XX საუკუნის ამ ერთ–ერთ მთავარ წიგნს. ამჯერად უკვე ქართულად და კარგად თარგმნილს..."

ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები"

მიხეილ ბულგაკობის ოსტატი და მარგარიტა


 

შეგიძლიარ იხილოთ წიგნის PDF ვერსია

2,095 views0 comments

Comments


bottom of page