საქალაქო ჩემპიონატი-გაზაფხულის სეზონი 2025
- Nina Dolidze
- 5 days ago
- 1 min read

ტვინების ბრძოლის მასშტაბები ყოველწელს რეკორდულად იზრდება! საქალაქო პირველობაზე, გუნდურ-ინტელექტუალური შეჯიბრის სამივე ასაკობრივ კატეგორიაში ჯამში 2522 მა გუნდმა იასპარეზა!
2025 გაზაფხულის სეზონზე საქალაქო პირველობა 51 ქალაქში ჩატარდა!
5-6, 12 და 13 აპრილს ქვეყნის მასშტაბით გაიმართა საქალაქო ტური, რომელმაც გააერთიანა საქართველოს აღმოსავლეთი, დასავლეთი და მაღალმთიანი რეგიონები.
სეზონის დასაწყისში სკოლებში გაიმართა შიდა შეჯიბრებები, სადაც შერჩეულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა საქალაქო ეტაპზე.
📅 5 აპრილი – კახეთი და ქვემო ქართლი
📅 6 აპრილი – თბილისი(ვაკე-საბურთალო,ძვ.თბილისი,დიდუბე-ჩუღურეთი), შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი
📅 12 აპრილი – იმერეთის ქალაქები და სვანეთი
📅13 აპრილი - აჭარა,გურია,სამეგრელო,თბილისი(გლდანი-ნაძალადევი),ისანი-სამგორი

ყველა დღის განმავლობაში, თამაშები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა „ტვინების ბრძოლის“ YouTube არხზე, სადაც მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ:
ეყურებინათ თამაშებისთვის რეალურ დროში
გაეაზიარებინათ ემოციები კომენტარებში
ენახათ, როგორ თამაშობს მათი გუნდი სხვა ქალაქებთან
🎙 სტრიმის ფარგლებში ზოგიერთმა მონაწილემ პირდაპირი ჩართვაც შეძლო წამყვანთან, რაც კიდევ უფრო გაზარდა ჩართულობის ხარისხი.


განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თითოეულ მასპინძელ დაწესებულებას, რომლებმაც უზრუნველყვეს სასიამოვნო და პროფესიონალური გარემო მოსწავლეებისთვის. თქვენი ჩართულობა და თანამშრომლობა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იყო ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის.
მომდევნო ეტაპი – რეგიონული ტური
რომელშიც იასპარეზებს საუკეთესო შედეგის მქონე გუნდების 50% თითოეული ქალაქიდან. რეგიონული ტური 27 აპრილს გაიმართება. მასში მონაწილეობა უფასოა. ჩატარების ადგილების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გვერდზე განთავსდება.
რეგიონული ტურის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე გუნდები ერთმანეთს, ფინალურ ეტაპზე დაუპირისირდებიან. გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში
Commentaires