კომპანია ,,ტვინების ბრძოლის"- 2023 წლის ერთ-ერთ მთავარი სიახლე იყო პროექტი ,,ტვინების ჭადრაკი". ყველაზე აკადემიურმა სპორტის სახეობამ, ჩვენს თამაშებში საპატიო ადგილი დაიკავა. მთავარი მიზანი რამაც არსებულ პროექტებში ახლის ჩაშვების კომპანიური გადაწყვეტილება განაპირობა, იყო და არის ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაცია. ცნობილია რომ ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია “ტვინების ბრძოლის” იმ მთავარ ფასეულობებთან, რომელსაც ჩვენი პროექტებით მოსწავლეებს ვუზიარებთ.
ტვინების ჭადრაკი სატესტო რეჟიმში 2023 წლის გაზაფხულის სეზონზე ჩაეშვა. ჩემპიონატი პირველიდან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებში ჭადრაკის კლასიკური ვერსიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კომბინაციით ჩატარდა. საქართველოს ჩემპიონებში სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ.
U3 (პირველი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები).
U6 (მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები).
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები).
სატესტო რეჟიმში წარმატებით ჩატარებული ჩემპიონატის შემდგომ, ტვინების ჭადრაკი იმავე პრინციპით და კიდევ უფრო გაზრდილი მასშტაბებით შემოდგომის სეზონის ჩემპიონატების კალენდარზეც მოინიშნა.
ფინალური ტურის თარიღად 24 დეკემბერი შეირჩა და შესაბამისად წლის პროექტების სერიაც, ჭადრაკის ჩემპიონატით დაიხურა. თამაში რეალურ გარემოში შვიდ ტურად და ფიდეს (ფიდე წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ატარებს, საერთაშორისო ჩემპიონატებს ჭადრაკში) წესებით 7 ტურად ჩატარდა.
საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულის გამოსავლენად მონაწილეები თითქმის მთელი საქართველოდან გაერთიანდნენ. ფინალისთვის კი ამჯერად ორი ლოკაცია შეირჩა.
საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 24 დეკემბერს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში გაიმართა.
.თბილისში ნორჩს მოჭადრაკეებს 112 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
.ქუთაისში კი ჩემპიონატს მასპინძლობა, იოსებ ოცხელის N2 საჯარო სკოლამ გაუწია.
აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონები და ნახევარ ფინალისტები გახდნენ:
U3-(1,2,3 კლასი) ედიბერიძე ალექსანდრა
U6-(4,5,6კლასი) მაღლაკელიძე ნიკოლოზი
U-12 (7,8,9,10,11,12 კლასი) ჭაბაშვილი საბა
ფოტოები ტვინების ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატიდან, თბილისი 112 საჯარო სკოლა.
ჩემპიონატის ყველა მონაწილეს წამახალისებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ფინალურ ტურში ერთმანეთს ონლაინ პლათფორმის საშუალებით დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეების, ნახევარფინალისტები დაუპირისპირდნენ.
საბოლოო შედეგების მიხედვით ,,ტვინების ჭადრაკის" 2023 წლის შემოდგომის სეზონის ჩემპიონები გახდნენ :
⭐️ლილე სვანაძე საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში-1,2,3 კლასი.
⭐️ანასტასია ჭიჭინაძე საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში- 4,5,6 კლასი.
⭐️ნიკოლოზ ჯოჯუა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში-7,8,9,10,11,12 კლასი.
ჩემპიონატში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ, როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.
საქართველოს ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში.
კომპანია ბრეინსი მასპინძელ ორივე საგანმანათლებლო დაწესებულებას, კიდევ ერთხელ უხდის მადლობას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
მადლობა ასევე თითოეულ მოჭადრაკეს, სწორედ თქვენმა მრავალრიცხოვნებამ და კარგმა თამაშმა განაპირობა ჩემპიონატის კონკურენტუნარიანობა და დაძაბული ფინალი. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც უამინდობის მიუხედავად ბოლომდე ქომაგობდნენ ჩვენს ტვინიკოს მოჭადრაკეებს. მადლობა ჩემპიონატის ყველა მსაჯს და ასევე კომპანია ბრეინსის გუნდს, სწორედ ამ ერთობამ განაპირობა ჩემპიონატის ჩატარება წარმატებით. ჩვენ კი შეძენილ გამოცდილებასთან ერთად, კიდევ უფრო ბევრს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჭადრაკის დისციპლინური სვლები სულ უფრო მეტმა მოსწავლემ შეიყვაროს.
Comments