ტვინების ჭადრაკის ფინალური, შეხვედრა რეალურ გარემოში თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში
იქნებიან ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.
ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდება:
U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)
U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)
ზოგადი წესები
ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად.
სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager, კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც www.chess-results.com (GEO) ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results
ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით. ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით.
ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი)
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. პირადი შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
3. მოგებების რაოდენობა;
4. შავებით ნათამაშები პარტიები.
ჩატარების ადგილები და განრიგი:
სამივე ასაკობრივი კატეგორიისთვის,( U3,U6,U12) თამაში დაიწყება 11:00 საათზეე
ქუთაისი: ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლა,გ.ტაბიძის N58.
თბილისი:გლდანი-ნაძალადევი 112- ე საჯარო სკოლა, ცოტნე დადიანის N28
სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.
ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.
Comentarios