ტვინების ბრძოლამ კიდევ კიდევ ერთი სეზონი წარმატებით დაასრულა. ყველაზე მასშტაბური სასკოლო პროექტების ,,ტვინების ბრძოლისა“ და ,,ტვინების ჭადრაკის“ შედეგებსა და მიღწევებზე ამ სტატიაში მოგიყვებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ყოველი ახალი სეზონი ძველ შედეგს აუმჯობესებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც შემოდგომა 2023 აღმოჩნდა და გუნდურ თამაშებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობამ ტვინების ბრძოლის ისტორიული რეკორდი მოხსნა. შინაარსობრივი ნაწილის, სტატისტიკური ციფრების და შედეგების გაცნობამდე კიდევ ერთელ ვუხდით მადლობას პროექტში ჩართულ თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს, სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს, სწორედ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ის, რომ ათასობით მოსწავლისთვის, ჩვენი პროექტები გახდა საინტერესო და მოტივაციის მიმცემი.
შიდა სასკოლო ჩემპიონატი
შიდასასკოლო ჩემპიონატები: “ტვინების ბრძოლის” 2023 წლის სეზონი შიდასასკოლო ჩემპიონატების სერიით დავიწყეთ. ოქტომბრის თვე სრულად დავუთმეთ, შიდასასკოლო ჩემპიონატების ორგანიზებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი გუნდის წარმომადგენლები პირადად ეწვივნენ თითოეული რეგიონის სკოლების დიდ ნაწილს და გამართეს შეხვედრები საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ,,ტვინების ბრძოლის” შემოდგომის სეზონის ჩემპიონატების წამყვანებს, ჩაუტარდათ მოსამზადებელი/საკონსულტაციო შეხვედრები, როგორც ფიზიკურ სივრცეებში ასევე ონლაინ ფორმატში. გუნდური თამაშების 2023 ის შემოდგომის სეზონზე საქართველოს მასშტაბით სულ 1455 სკოლა, 5043 გუნდი (სამივე ასაკობრივი კატეგორია ) და 25 215 მოსწავლე ჩაერთო.
საქალაქო ტური
შიდა სასკოლო ჩემპიონატზე დაწესებული ბარიერის გადალახვის შემდგომ გუნდებს მიეცათ შესაძლებლობა, ასპარეზობა გაეგრძელებინათ საქალაქო ეტაპზე. საქალაქო პირველობა 26 ნოემბერს, საქართველოს 32 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. შედარებისთვის 2022 წლის შემოდგომის სეზონზე შერჩეული იყო ჩატარების 19 ადგილი, რომელთა არსებითად გაფართოება, Ჩემპიონატებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, დაძაბულ და საინტერესო ასპარეზობაში 1070 გუნდი ჩაერთო, ტვინების ბრძოლის ჩემპიონატი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.
U5 III, IV, V კლასი
U8 VI, VII, VIII კლასი
U12 IX, X, XI, XII კლასი
გულშემატკივრები საქალაქო ჩემპიონატიდან
ქუთაისი ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი საქალაქო პირველობის ამსახველი ფოტოკოლაჟი იხილეთ მითითებულ ლინკზე https://fb.watch/pCdIfjNwlM/
რეგიონული ტური
შიდაგანაწესის მიხედვით გუნდური თამაშების მორიგი ეტაპი რეგიონული ტურია, სადაც წარმატებული ასპარეზობისთვის მონაწილეებს ორ კვირიანი შუალედი ჰქონდათ. დაანონსდა წასაკითხი ლიტერატურა, საიდანაც ფინალური ტურზე თითო ასაკობრივი კატეგორიისთვის ორი შეკითხვა გაჟღერდა.
რეგიონული პირველობისთვის მონაწილეებმა შემდეგი ლიტერატურა წაიკითხეს:
3,4,5 კლასი- სალამურას თავგადასავალი.
6,7,8 კლასი- პატარა პრინცი.
9,10,11,12 კლასი- ბაბუაწვერას ღვინო.
რეგიონული პირველობა
რეგიონული პირველობა 10 დეკემბერს ქვეყნის მასშტაბით 10 ლოკაციაზე გაიმართა, მასში ასპარეზობის უფლება მიიღეს გუნდებმა, განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვის შედეგად. რეგიონული ტურის ჩატარების ადგილები ამგვარად გადაწყდა
1.თბილისი- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. ქუთაისი- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტი
3.ადიგენი- ფხეროს საჯარო სკოლა
4.ქობულეთი-ქობულეთის 3 საჯარო სკოლა
5.თელავი- თელავის 7 საჯარო სკოლა
6.სვანეთი-სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი
7.მარტვილი-კერძო სკოლა ,,სხივი”
8.ჩოხატაური-ჩოხატაურის შუა ამაღლების საჯარო სკოლა
9.ზუგდიდი-შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
10. Ცაგერი-ცაგერის საჯარო სკოლა
გაგაცნობთ რეგიონული ტურის საუკეთესო შედეგების მქონე გუნდების ჩამონათვალს.
ტვინების ბრძოლის რეგიონული ტურის ჩემპიონები გახდნენ:
თბილისი
u5 კატეგორია, 3,4,5 კლასი 133 საჯარო სკოლა გუნდი ,,მომავლის ბავშვები” კაპიტანი -დაჩი გერმანოზიშვილი- 77 ქულა.
u8 კატეგორია,6,7,8 კლასი 42 საჯარო სკოლა გუნდო ,,310” კაპიტანი ეკა იაკობაშვილი- 78 ქულა.
u12კატეგორია 9,10,11,12 კლასი ,,თავისუფალი სკოლა” გუნდი ,,მრგვალი მაგიდა”- 71 ქულა.
იმერეთი ქუთაისი
3,4,5 კლასი გუნდი ,,ცეცხლოვანი მეგობრები” სკოლა ,,პროგრესი” კაპიტანი მარიამ აჟანდაძე. 71 ქულა.
იმერეთის ჩემპიონის ტიტული მეორე ასაკობრივ კატეგორიაში, ქუთაისისა და ვანის გუნდებმა თანაბარი ქულის მოპოვებით გაინაწილეს.
6,7,8 კლასი 41 საჯარო სკოლა გუნდი ,,ჯვაროსნები” კაპიტანი აკაკი წიტაიშვილი, 84 ქულა.
6,7,8 კლასი ვანის პირველი საჯარო სკოლა, გუნდი ,,ნოვატორები" კაპიტანი ნიკოლოზ შუბლაძე 84 ქულა.
9,10,11,12 კლასი ტყიბული 1 საჯარო სკოლა გუნდი ,,ჯინსების თაობა” კაპიტანი საბა ქენქაძე 71 ქულა.
შიდა ქართლი
3,4,5 კლასი გორის მე15 საჯარო სკოლა გუნდი ,,ვარსკვლავები” კაპიტანი ანა აწკარუნაშვილი 54 ქულა.
7,8,9 კლასი კასპი, ოკამის საჯარო სკოლა გუნდი ,,ინტელექტუალები” კაპიტანი გიორგი შუკაკიძე 83 ქულა.
10 ,11,12 კლასი რუსთავის 24 საჯარო სკოლა, გუნდი ,,მემატიანენი” კაპიტანი სოფიო შავიშვილი.
ქვემო ქართლი
3,4, 5 კლასი რუსთავი სკოლა ,,რუსთველი” 24 საჯარო სკოლა გუნდი ,,ფენიქსი” კაპიტანი ელენე კურტანიძე 40 ქულა.
6,7, 8 კლასი კასპი ოკამის საჯარო სკოლა გუნდი ,,ინტელექტუალები” გიორგი შუკაკიძე 83 ქულა.
9, 10, 11, 12 კლასი რუსთავის 24 საჯარო სკოლა, გუნდი ,,მემატიანენი “ კაპიტანი სოფიო შავიშვილი 47 ქულა.
მცხეთა/მთიანეთი
3,4,5 კლასი მცხეთა სარკინეთის ათმეტ მოციქულთა სკოლა გუნდი ,,სარკინეთი” კაპიტანი ნინია კაიშაური 42 ქულა.
6,7,8 კლასი ქარელი მეორე საჯარო სკოლა გუნდი ,,მოაზროვნეები” კაპიტანი ჯემალ ნანეტაშვილი 65 ქულა.
9,10,11,12 კლასი მცხეთა მე2 საჯარო სკოლა გუნდი ,,3V” კაპიტანი თეკლა ნაგლაშვილი 35 ქულა
აჭარა
3,4,5 კლასი ბათუმი სკოლა ევრო 200 გუნდი ,,ისტორიკოსები” კაპიტანი ქეთი რომანაძე 60 ქულა.
6,7,8 კლასი ქობულეთი პირველი საჯარო სკოლა გუნდი ,,ძალა ერთობაშია” კაპიტანი მეა წოწონაშვილი 68 ქულა.
9,10,11,12 კლასი ბათუმი 28 საჯარო სკოლა გუნდი ,,ქლევერსები” კაპიტანი ლოდნა ნაკაშიძე 28 ქულა.
გურია
3,4,5 კლასი ოზურგეთი შემოქმედის საჯარო სკოლა გუნდი ,,არწივები” კაპიტანი დავით ნაჭყებია 51 ქულა.
6,7,8 კლასი ოზურგეთი მე4 საჯარო სკოლა გუნდი ,,ჯაფარა” კაიტანი მარიამ კვაჭაძე 55 ქულა.
9,10,11,12 კლასი ჩოხატაური შუა ამაღლების საჯარო სკოლა გუნდი ,,აი რი სი “ კაპიტანი თორნიკე სიხარულიძე 24 ქულა.
სამცხე/ჯავახეთი
3,4,5 კლასი ადიგენი ზარმის საჯარო სკოლა გუნდი ,,ტვინიკოსები” კაპიტანი ნინი იაკობიძე 51 ქულა.
6,7,8 კლასი ადიგენი უდის საჯარო სკოლა გუნდი ,,ძლიერნი” კაპიტანი საბა მაისურაძე 85 ქულა.
9,10,11,12 კლასი ადიგენი უდის საჯარო სკოლა გუნდი ,,ფენიქსი” კაპიტანი ანა მაისურაძე 71 ქულა.
სამეგრელო
3,4,5 კლასი ზუგდიდი მე10 საჯარო სკოლა გუნდი ,,თეთრი რაში” კაპიტანი ანდრია ფიფია 58 ქულა.
6,7,8 კლასი ობუჯი, პირველი საჯარო სკოლა გუნდი ,,გრიფიტი” კაპიტანი ბარბარე მესხია 74 ქულა.
9,10,11,12 კლასი ფოთის პირველი საჯარო სკოლა გუნდი ,,ი”კაპიტანი ალიკა გიჰკაშვილი 53 ქულა.
კახეთი
3,4,5 კლასი ახმეტა დუისის საჯარო სკოლა გუნდი ,,ალფა’ მარია მარგოშვილი 52 ქულა.
6,7,8 კლასი სიღნაღი,ერის იმედის საჯარო სკოლა გუნდი ,,მებრძოლები” კაპიტანი ნიკა თავართქილაძე 49 ქულა.
9,10,11,12 კლასი სიღნაღი ერის იმედის საჯარო სკოლა კაპიტანი საბა სიხარულიძე 77ქულა.
ზემო სვანეთი
3,4,5 კლასი გუნდი ,,გენიოსები”53 ქულა.
6,7,8 კლასი მესტია მეორე საჯარო სკოლა გუნდი ,,კლდის ვეფხვი” 77 ქულა.
9,10,11,12 კლასი მესტია ლენჯერის პირველი საჯარო სკოლა გუნდი ,,ფენიქსი” 57 ქულა.
ქვემო სვანეთი ლეჩხუმი
3,4,5 კლასი ცაგერი ცაგერის საჯარო სკოლა გუნდი ,,მერცხლები” 47 ქულა.
6,7,8 კლასი ცაგერი ცაგერის საჯარო სკოლა გუნდი ,,ვარსკვლავთმრიცხველები” კაპიტანი თამარ გურგუჩიანი 70 ქულა.
9,10,11,12 კლასი ცაგერი ბარდნალის საჯარო სკოლა გუნდი ,,საბას ანგელოზები” 3
კომპანია ბრეინსი კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველა მასპინძელ დაწესებულებას გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის.
ფინალი
ფინალური ტური ტვინების ბრძოლის კულმინაცია ფინალური ტურია, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართა.
ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა წასაკითხი ლიტერატურა, საიდანაც ჩემპიონატზე სამივე ასაკობრივი კატეგორიისთვის ორი შეკითხვა გაჟღერდა.
ფინალისტებმა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შემდეგი ლიტერატურა წაიკითხეს:
3,4,5 კლასი-,,უფლისწული და მათხოვარი”
6,7,8კლასი-,,წიგნის ქურდი”
9,10,11, 12 კლასი ,,ყვავილები ელჯერნონისთვის”
ფინალურ ეტაპზე საქართველოს თითოეული რეგიონის საუკეთესო გუნდები საერთო ცხრილში გაერთიანდნენ. პარალელურ რეჟიმში თამაში ჩატარდა ოთხ ქალაქში თბილისში , ქუთაისში ბათუმსა და ზუგდიდში.
თბილისში ფინალს თბილისის სახელმწიფო სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ქუთაისში ფინალი ტრადიციულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ზუგდიდში ტვინების ბრძოლის გუნდურ თამაშებში ჩემპიონატი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში ჩატარდა. ბათუმში კი ფინალურ ტურს ბათუმის 25 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.
ფინალურ ტურზე ქვეყნის მასშტაბით 345-მა წარმატებული შედეგის მქონე გუნდმა იასპარეზა. წესების თანახმად სამივე ასაკობრივ კატეგორიაში თითო პირველ ადგილოსანი გუნდი გამოვლინდა. აღსანიშნავია რომ დაძაბული ფინალური შერკინების მიუხედავად, ტვინების ბრძოლის 2023- ის შემოდგომის სეზონის ჩემპიონთა სამივე თასი ქუთაისში დარჩა.
ჩემპიონები გახდნენ
U5 - 3,4,5 კლასი ქუთაისი შპს ,,გოქაძის 1 სკოლა” გუნდი ,,ნაუტილუსი” კაპიტანი ანდრია ბიგვავა 69 ქულა.
U8-6,7,8 კლასი ქუთაისი სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა გუნდი ,,ჯვაროსნები” კაპიტანი აკაკი წიტაიშვილი-73 ქულა.
U12- 9,10,11,12 კლასი ქუთაისი შპს ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი გუნდი ,,დანკინი დონატების გარეშე” კაპიტანი ალექსანდრე კუხიანიძე 85 ქულა.
ფინალმა გამოავლინა ქვეყნის ჩემპიონი გუნდი, თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში, მთავარი პრიზის პარალელურად, მათი საზეიმო დაჯილდოება სკოლებში საზეიმო ვითარებაში მოხდება. ფინალურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, შესაბამისი თანრიგის სერტიფიკატი გადაეცემათ იმ გუნდებს, რომლებმაც საუკეთესო ქულა მოიპოვეს საკუთარ რეგიონში.
შედეგების ცხრილი დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.brains.ge/results #პრიზები გათამაშების მთავარი პრიზი გახლდათ “ინტელექტუალური ფესტივალის საგზური” - იგივე ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკი, რომელიც წლებია სისტემატიურად იმართება და ტვინის ჭყლეტის მოყვარულ მოსწავლეთა თავშეყრის საუკეთესო ადგილია. Თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საუკეთესო შედეგების მქონე ტვინიკოსების პარალელურად ინტელექტუალურ ბანაკში მოხვედრის შესაძლებლობა სხვა მსურველებსაც აქვთ, მათ ვისაც შემეცნებითი თამაშების სიყვარული და ინტერესი აერთიანებთ.
კომპანიური კრედო ასევე გახლავთ სლოგანი ,,ყველა ქულა დაგიფასდება” რაც ნიშნავს იმას, რომ ფინალისტები მათი შედეგების მიხედვით ფესტივალის თანადაფინანსებას მიიღებენ.. მთავარი პრიზის პარალელურად წახალისების მიზნით, სხვადასხვა თანრიგის დიპლომით, სერტიფიკატითა და სიგელით დაჯილდოვდება ყველა ფინალისტი გუნდი და რეგიონულ პირველობაში საუკეთესო შედეგზე გასული გუნდები.
შედეგების შეჯამებას კვლავ მადლობის ტექსტით დავასრულებთ, რომ არა ყველა ჩართული რგოლის კოორდინირებული თანამშრომლობა, ჩვენ არ გვექნებოდა საფუძველი გვესაუბრა სეზონის რეკორდულ შედეგებსა და მიღწევებზე. არსებული შედეგების მიუხედავად ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ სიახლეებსა და განვითარებაზე.
ბრეინსის მთავარი მიზანი და დღის წესრიგია კიდევ უფრო კრეატიული და საინტერესო პროექტები შემოგთავაზოთ, სადაც მთავარი ტრადიციულად იქნებით თქვენ. ბრეინსელი კი არის ყველა ვისაც აქვს ჩემპიონობის ამბიცია!
Comments