U-5 (3,4,5 კლასი) -უ5 - ასტრიდ ლინდგრენის "ყაჩაღის ასული რონია
რონია მამაცი და უშიშარი გოგოა და ეს არცაა გასაკვირი, ის ხომ ძლევამოსილი ყაჩაღის – მატისის ასულია, თანაც ჭექა-ქუხილის ღამეს დაიბადა; სწორედ იმ ღამეს, როცა მეხმა ორად გააპო მატისის ციხე და მთლიანად შეცვალა ყაჩაღთა ბელადისა და მისი 12 ყაჩაღის ცხოვრება.
სწორედ იმ ღამეს მატისის მოსისხლე მტერს, ბორკასაც, შეეძინა ვაჟი – ბირკი…
ალბათ უკვე ხვდები, რომ ეს წიგნი რონიასა და ბირკის უჩვეულო, ამაღელვებელ და უანგარო მეგობრობაზე მოგვითხრობს.
ცნობილი შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, არაჩვეულებრივ ზღაპარში მეგობრობის ძალას ნამდვილად შეუძლია მთავარ პერსონაჟებს დააძლევინოს ყველა წინაღობა თუ ფათერაკი და ჩიბუხის კვამლს გააყოლოს ბოროტება.
U-8 (6,7,8 კლასი) -მაინ რიდის "უთავო მხედარი"
მორის მუსტანგერი, ლუიზა პოინდექსტერი და კასიუს კოლჰაუნი ლეგენდარული სასიყვარულო სამკუთხედია! ვინ არიან ისინი? მორისი ტეხასში სახელგანთქმული ცხენოსანი და მეჯინიბე, ველური ფაშატების საუკეთესო გამხედნავია, ლუიზა – მდიდარი პლანტატორის, ვუდლი პოინდექსტერის მშვენიერი ქალიშვილი, კასიუსი კი, ყოფილი კავალერისტი კაპიტანი, ღვარძლიანი და მშიშარა სამხედროა.
ყველაფერი იმ საღამოს იწყება, როცა პოინდექსტერები დიდ წვეულებას მართავენ, რათა ღირსეულად წარდგნენ მაღალი საზოგადოების წინაშე. ტეხასი ხომ მათი ახალი სახლია – ისინი ლუიზიანადან სულ ახლახან გადმოვიდნენ. სწორედ იქ შეიკვრება სასიყვარულო სამკუთხედი და დაიგეგმება დიდი შურისძიება სიყვარულზე! ... მაგრამ, ვინ არის მეოთხე? ვინ არის ის შიშის მომგვრელი არსება – უთავო მხედარი?
დამალვა
U-12 (9,10,11,12)კლასი
ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს,ეს ოცნება რეალობად აქციოს.მოტივაციაც დიდი აქვს - უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი.გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება.დიდი მცდელობის შემდეგ,მარტინ იდენთან წარმატება მოდის - ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა...სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის?რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
Comments