მსგავსი საკითხები
ჰაკათონის ტესტის შემქმნელებს გვსურდა, მოსწავლეებისთვის შეგვეთავაზებინა ორიგინალური კონკურსი, რომელიც მათ საშუალებას მისცემდა, გამოემჟღავნებინათ არამხოლოდ სასკოლო პროგრამული მასალის ცოდნა, არამედ ზოგადი განათლება და ლოგიკური აზროვნების უნარიც. ამიტომ, ოლიმპიადის პრინციპი უნიკალურია და სრულიად განსხვავდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აქამდე ცნობილი ოლიმპიადებისგან.
ოლიმპიადის უნიკალური პრინციპი გულისხმობს იმას, რომ ტესტში არსებული თითოეული დავალების დაძლევა ერთზე მეტი გზითაა შესაძლებელი. თუ მოსწავლეს არ აქვს ფაქტობრივი ცოდნა კონკრეტული საკითხის ირგვლივ, მას შეუძლია, ალტერნატიული ამოხსნის გზითა და ლოგიკური აზროვნებით მივიდეს პასუხამდე. ქულის მოპოვება ორივე შემთხვევაშია შესაძლებელი. ქულით ფასდება არამხოლოდ პასუხი, არამედ ამოხსნის გზაც.
თითოეული კლასის ტესტში წარმოდგენილი დავალებები ეფუძნება ამავე კლასის სასკოლო პროგრამულ მასალას და გათვლილია მოსწავლის ასაკზე. ტესტის დაძლევა მოითხოვს როგორც პროგრამულ ცოდნას, ისე ზოგად განათლებას; თითოეული დავალება შეიცავს დამატებით ინფორმაციას, რომელიც მონაწილეებს ცოდნას გაუღრმავებს დავალების საკითხთან დაკავშირებით.
მოსწავლეს თითოეული დავალების დასაძლევად შეიძლება დასჭირდეს ერთზე მეტი საგნის ცოდნა. ტესტში წარმოდგენილი დავალებები აერთიანებს რამდენიმე საგანს:
-
ქართული ენა და ლიტერატურა;
-
მათემატიკა;
-
ინგლისური ენა;
-
ზოგადი განათლება და ლოგიკური აზროვნება.
გაზაფხულის სეზონზე გამოყენებული ტექსტის ნიმუშები